შსს-ში “მეტრონომს” დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა ამჯერად აბაშაში, რომელიც შესაძლოა ისევ თვითმკვლელობას უკავშირდებოდეს. “მეტრონომს” ძალოვანმა უწყებამ დაუდასტურა, რომ აბაშაში 17 წლის გოგომ სავარაუდოდ თავი მოიკლა.
საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით გოგონამ სიკვილამდე წერილი დატოვა, რომელშიც ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდიდა.
“გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად” – ეს არის ფრაზა, რომელიც მედიაში ვრცელდება და მისი სავარაუდო ავტორი აბაშაში დაღუპული ახალგაზრდა გოგო უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა საქმე თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 15 წლის სკოლის მოსწავლემ თავი მოიკლა. მისი მშობლები აღნიშნულ ფაქტს ძალოვანი უწყების მხრიდან ბავშვზე ზეწოლას ასახელებენ.