„მისი კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის ეს არის მძიმე. ყველა მოსწავლის სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია. ისევე როგორც საზოგადოება, სკოლა გრძნობს პასუხისმგებლობას. შესაძლოა, ბავშვების სულიერი მდგომარეობა გამოგვეპაროს. 112-ში დავრეკეთ, როდესაც ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ჩვენ ვალდებულება გვქონდა პატრული გამოგვეძახებინა. მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს…“
მწვანე სკოლის დირექტორი კახა დავითური
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.