ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“შეცდომაში არ შეგიყვანონ ვაიპოლიტიკოსებმა” – მანანა თოქმაჯიშვილი მედიას მიმართავს

დედაქალაის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მედიას მიმართავს. მისი თქმით, მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მონტაჟდება საახალწლო განათება, წარწერით – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”. როგორც თოქმაჯიშვილი წერს, წლევანდელი საახალწლო სლოგანი არის “ისტორიებით სავსე თბილისი”, რომლის მონტაჟი დაიწყო რამდენიმე დღის წინ და უკვე დასრულებულია.

“მეგობრებო, ვწერ მედიის საყურადღებოდ-შეცდომაში არ შეგიყვანონ ვაიპოლიტიკოსებმა. მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მონტაჟდება საახალწლო განათება, წარწერით- “სიცოცხლით სავსე ქალაქი”. წლევანდელი საახალწლო სლოგანი არის “ისტორიებით სავსე თბილისი”, რომლის მონტაჟი დაიწყო რამდენიმე დღის წინ და უკვე დასრულებულია.
მესმის რთული და მძიმე ემოციებით სავსე დღეებია ყველასთვის, მაგრამ არსებობს მორალი, ზნეობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იგივე ჩვენი შვილების წინაშე, მათი მომავლის წინაშე და არ გვაქვს უფლება მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს თვალი დავუხუჭოთ”. – აღნიშნავს მანანა თოქმაჯიშვილი.

იტვირთბა....