ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ქუთაისის მერია ყველა სადღესასწაულო ღონისძიებას აუქმებს

15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიება გააუქმა.

„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ არ აინთება“,- აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....