ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას” – “მწვანე სკოლა” სამძიმრის წერილს ავრცელებს

„მწვანე სკოლა“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“, – აღნიშნულია სკოლის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....