“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს ეხმიანება.
მისი თქმით, ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან ქვეყნის რეპუტაციას ესმევა ხაზი , რაც ინვესტიციების მოცულობაზეც აისახება.
“ასეთი მკაცრი სიტყვებით წერილი, ზოგადად, არც იწერება იმიტომ, რომ ის ცდება დიპლომატიურ ლექსიკონს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენმა პარტნიორებმაც ალღო აუღეს. მათ გააცნობიერეს, რომ ივანიშვილი დიპლომატიურ საუბარსა და დიპლომატიურ კრიტიკას სათავისოდ იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტად ჭაობში ფლობს ქვეყანას. სამწუხაროა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეს აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე. აისახება ინვესტიციების მოცულობაზე იმიტომ, რომ თავისუფალი ქვეყნებიდან ინვესტიცია მოდის მაშინ, როდესაც აქ დემოკრატია ვითარდება ”- აცხადებს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, კონგრესმენებმა გამოგზავნეს კრიტიკული წერილი, რომელშიც ამერიკელები პირდაპირ წერენ, რომ “შოკირებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით”.