ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

Washington examiner: “ოპოზიციის დევნას ტრამპმა კონკრეტული პირების მიმართ საბანკო სანქციებით უნდა უპასუხოს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, კონგრესმენების მიერ გაგზავნილი კრიტიკული წერილის შემდეგ, რომელშიც ამერიკელები პირდაპირ წერენ, რომ “შოკირებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით”,  მათ რიგებს Washington examiner-იც მიემატა. სტატიის ავტორი ტომ როგანი წერს, რომ საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნას, ტრამპის ადმინისტრაციამ, მთავრობის წევრების მიმართ მიზნობრივი სანქციების მუქარით უნდა უპასუხოს.

როგანი განმარტავს, თუ რა მიზეზით ხდება ოპოზიციის დევნა. მისი აღწერით, საუბარია 2010-2013 წლის პერიოდზე და “ძველი გრეხების” ახლა გახსენებას როგანი ოპოზიციის დაშინებას უკავშირებს.

“შევხვდი ბოკერიას და მან ჩემი ნდობა დაიმსახურა. ვიცი, რომ საქმე გაყალბებულია და ხელისუფლება ცდილობს მოკლას საზოგადოების პროტესტი, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მღელვარება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა შეესრულებინა დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით”. – წერს ავტორი.

როგანის აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა გაფრთხილოს მმართველი პარტია, რომ თუ ისინი გააგრძელებენ ადამიანების უფლებების უგულებელყოფას და თავისუფალი ოპოზიციის დევნას, ამაზე პასუხისმგებელი იქნება თითოეული პირი, საუბარია საბანკო ანგარიშებზე, ამან იქნებ გამოაღვიძოს საქართველოს მთავრობა” – წერს ავტორი.

გამოცემა პერსონალურად  “ქართული ოცნების“ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეც წერს და მას “ჯეიმს ბონდად” მოიხსენიებს.

“მისი მმართველობის პერიოდში საქართველო უფრო ტოლერანტული ხდება რუსეთის მიმართ, კიდევ უფრო უახლოვდება კრემლს და მის ავტოკრატულ ფასეულობებს“. – ვკითხულობთ გამოცემაში.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია გუშინ პროკურატურაში დაიბარეს, რომელსაც უშიშროების საბჭოში მუშაობის დროს, დადებული კონტრაქტების არაკანონიერებას ედავებიან.

 

იტვირთბა....