aviabiletebi
მთავარი ციტატა

“წილი ნაყარია, ბურთი ოცნების მოედანზეა – ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კუხიანიძესთან დაკავშირებით”

“წილი ნაყარია, ბურთი არის “ქართული ოცნების” მოედანზე. ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით… ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა – ერეკლე კუხიანიძემ უნდა დატოვოს დღეს საკრებულოს შემადგენლობა… გუნდი, რომელიც ამბობს, რომ ემიჯნება კუხიანიძის განცხადებებს, ვერ ვხედავთ, რას ემიჯნებიან. მათი სიტყვა ერთია და მოქმედება მეორე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარიკა დათუკიშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”

“ტვ. პირველი”

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 დეკემბერს დედაქალაქის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აღნიშნულის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ დღეს გაიმართებოდა  უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და სწორედ ამის შემდეგ გახდებოდა ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით. დღეს კი, ირკვევა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატ კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით, სხდომას აღარ გამართავს.

ერეკლ კუხიანიძისთვის საკრებულოს წევრის მანდატის შეჩერების მოთხოვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკვე ერთ თვეზე მეტია იმყოფება. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

იტვირთბა....