ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“96 წლის გორა ღარიბაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება” -სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ამის შესახებ “მეტრონომს” სუს-ში განუცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გორა ღარიბაშვილი დაკავებული არ ყოფილა, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.

96 წლის მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმს რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.

იტვირთბა....