ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია კონგრესმენების კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, კონგრესმენების მიერ მისთვის გამოგზავნილ კრიტიკურ წერილს პასუხობს და ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს.

გახარია განცხადებით,  საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ, ეს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტია და პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

“კონგრესმენები გახლავთ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენი მეგობრობის სტრატეგიული პარტნიორებისგან, ყველა სახის კრიტიკაზე რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია გვაქვს, მაგრამ  ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში და ვერანაირ პრობლემას ჩვენ ვერ ვხდევათ, არსებობს გარკვეული შეკითხვები, არსებობს სამართლებრივი პროცედურები რომლებიც უკვე განვლილია. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და შესაბამისად საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტია და პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა ჩვენც გვინდოდა, რომ პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, კონგრესმენებმა გამოგზავნეს კრიტიკული წერილი, რომელშიც ამერიკელები პირდაპირ წერენ, რომ “შოკირებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით”.

იტვირთბა....