“არ მადარდებს, რომ ის ციხეშია. ჩემს შვილზე ოპერაციაა გაკეთებული. ვისაც ვენდობოდი, იმას გაეკეთებინა ოპერაცია, ეს მადარდებს.
20 ივნისს რომ ცემეს, სიმსივნური წარმონაქმნი გაუჩნდა. დედა ვარ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მედარდება”
რუსუდან თამლიანი, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა
ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულა”
დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარისგან, არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად.