„პასუხი არ აქვს, არჩილ თალკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის. ივანიშვილმა მონათა ბაზრად გადააქცია პარლამენტი და მონათა ბაზრის დირექტორია, სრული ბუტაფორიაა. ბორკილებს ატრიალებს ბიუროს სხდომაზე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნია. მისი უფლებაა, დეპუტატებს უფლება მოგვცეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდეთ, სადაც ათეულობით პოლიტპატიმარია”
თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავასა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შორის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.