ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მსგავსი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში, ერაყში” – მდინარაძე მრავალმანდატიან მოდელზე

მმართველ გუნდის და ოპოზიციური პარტიების მესამე რაუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მრავალმანდატიანი მოდელი დეტალურად განიხილეს და კვლევის და ანალიზის შედეგად აღმოაჩინეს, რომ მსგავსი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში, ერაყში.

“ჩვენ დღეს დეტალურად განვიხილეთ ოპოზიციის მიერ შექმნილი და წარმოდგენილი მრავალმანდატიანი მოდელი. კვლევისა და ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავსი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში, ერაყში. ავღანური მოდელის მიხედვით, არის ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ მაგ: 50%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, იმ პარტიამ, რომელიც ამ მხარდაჭერას მოიპოვებს მიიღოს მანდატების გაცილებით ნაკლები რაოდენობა.

ანუ, თუ პრეტენზია გვაქვს, როდესაც პროპორციულს ვაქებთ ხოლმე, სამართლიანობასთან დაკავშირებით საარჩევნო სისტემის დისპროპორცია არის გამარჯვებული გუნდის სასარგებლოდ მაღალი, ამ შემთხვევაში მინუსისკენაა დისპროპორცია და თუ ქვეყნის მასშტაბით რომელიმე გუნდი მიიღებს 50%-ს და გაიმარჯვებს არჩევნებში, ძალიან მაღალი ალბათობაა საიმისოდ, რომ მან მიიღოს ნაკლები მანდატების რაოდენობა, რაც ბუნებრივია არასამართლიანია.

ამასობაში, ოპოზიციის წარმომადგენლები, როდესაც შედიან ჩიხურ მდგომარეობაში 1 შემთხვევაში ე.წ. გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობით, დღეს წარმოდგენილი მოდელის შემთხვევაში პროპორციულობის დისბალანსით მინუსისკენ – ისინი გვთავაზობენ, რომ ჩვენ მოვიფიქროთ მოთხოვნა, რომელსაც დაგვიყენებენ და შემდეგ ჩვენვე დავეთანხმებით. რამდენად სერიოზულია ეს მოთხოვნა საზოგადოებამ განსაჯოს.

ჩვენ არ ვხურავთ დიალოგის კარს, წარმოადგინონ, როგორც კონსტიტუციური, ასევე რაციონალური წინადადება და ჩვენ ამაზე ბუნებრივია ვიმსჯელებთ. ” – აცხადებს მდინარაძე

იტვირთბა....