საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურებიშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ბრალდებას, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის ოჯახის მისამართით გაავრცელა, გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით სხვა ადამიანის მიერ გაკეთებულ კომენტარზე თვითონ კომენტარს არ გააკეთებს.
“მე მაქვს ძალიან თანმიმდევრული წესი. ბევრს ვურჩევდი, რომ ეს წესი გაიზიაროს.სხვა ადამიანის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, მე კომენტარს არ ვაკეთებ. მე მკითხეთ მე რას ვფიქრობ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ე.წ ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მათ “პროვოკატორები” უწოდა.