ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავისუფლების მოედანზე, “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს. რომელიც ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

აქციაზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები და წევრები იმყოფებიან.

“ქართული ოცნების” წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით დღევანდელი დღე ამ კვირეულის შეჯამებას ეძღვნება.

„შესაბამისად დღევანდელი დღე ამ კვირეულის შეჯამებას ეძღვნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. დღევანდელი დღეც ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ხაზგასმაა. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ერის გადაწყვეტილება სწორედ ევროპა და ევროატლანტიკური ორგანიზაციაა“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.

იტვირთბა....