“თუ მოსკოვს სათანადო დონეზე ეტყვიან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გაუშვან, გაუშვებს.
საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე.
ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებს ვადანაშაულებ ამ ადამიანის დაკავებაში. ნამდვილად არა.
მოტაცებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაში კი ნაწილობრივ არის ხელისუფლების ბრალი”
სერგი კაპანაძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
Palitranews, გადაცემა “360 გრადუსი”
შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 35-ე დღეა, რაც ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.