ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ მაჟორიტარებით თავს იშინებენ თუ საფრთხობელას ქმნიან?” – ბესელია მდინარაძის განცხადებაზე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვიცე სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პოლიტიკურ აფიორას უწოდებს.

„რომ ჰკითხოთ მამუკა მდინარაძეს და მის თანამოაზრეებს, უსასრულოდ უნდათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ეს არის სრული ბოდვა.

ამ მაჟორიტარებით თავს იშინებენ თუ საფრთხობელას ქმნიან? არავის აქვს ამის მოლოდინი, რომ ეს ცვლილება გავა“, – აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....