ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხეში, წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა.

იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....