ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს, 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალშია ჩანიშნული.
უკვე 1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ქართველი ექიმი ოკუპანტებმა გაიტაცეს. ვაჟა გაფრინდაშვილი “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ყველა რესურსი ამოქმედებულია” და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები საგანგებო ბრიფინგს მართავენ და ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და მათ უნდა მიმართონ უფრო აგრესიულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო რეჟიმი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.