მთავარი ციტატა

“არ მაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო სასამართლოს”

“როცა შევხედავთ რეალობას, რასთან გვაქვს საქმე, რა გამოწვევის წინაშე ვართ, ალბათ, უნდა მოვუსმინოთ ადამიანებს, ვინც ყვება, რა ხდება სასამართლოში. სასამართლოს სამ პალატაში მოსამართლეების რაოდენობა მცირეა. არ მაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო სასამართლოს”

მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი

TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა. მათ შორის, ერთ-ერთ მოსამართლედ დაინიშნა შალვა თადუმაძე, რის შემდეგაც გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა.

პარლამენტის გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.

იურიდიული კომიტეტი დატოვა ეკა ბესელიამ.

 

იტვირთბა....