უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სხდომათა დარბაზიდან ჟურნალისტების გაძევების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მდინარაძემ კომიტეტზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტის გამო ჟურნალისტებს “უმრავლესობის სახელით” მოუბოდიშა.
“მინდა ჟურნალისტებს უმრავლესობის სახელით ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ, ძალიან არ მომეწონა ის ფორმა, რომელი ფორმითაც ერთერთი ჟურნალისტი [ტაბულას ჟურნალისტი] გაიყვანეს იურისიული კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან, ამისთვის ბოდიში”, – თქვა მდინარაძემ.