ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ მოძალადეები ხართ თავიდან ფეხებამდე – ოხანაშვილი

პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წვრმა თინა ბოკუჩავამ, კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენა.

მისი თქმით, ანრი ოხანაშვილის განცხადება, მედიის წარმომადგენლების დარბაზიდან ძალით გაყვანასთან დაკავშირებით არის უკანონო დავალება მანდატურებისთვის.

„მინდა, დავაყენო თქვენი უფლებამოსილების შეყვეტის საკითხი, რადგან გაეცით უკანონო დავალება, რომლის შესრულებისას დაზიანდენ ჟურნალისტები და ოპერატორები, ძალადობაზე დავალების გამცემი ხართ“ ,- მიმართა ბოკუჩავამ ოხანაშვილს.

ოხანაშვილმა კი უპასხუა, რომ ძალადობაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ საუბრის უფლება არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს. მოგვიანებით კი, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

იტვირთბა....