ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სია უნდა ჩავარდეს” – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

“სია უნდა ჩავარდეს” – ამ ლოზუნგით აქციას პარლამენტთან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მხარდამჭერებთან ერთად მართავს.

“ვისია სასამართლო? – ჩვენია”, – აცხადებს დოლიძე, რომელიც მოუწოდებს მმართველი გუნდის წევრებს, ჩააგდონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს უნდა გაიმართოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს. მოგვიანებით კი, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ 20 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი.

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

იტვირთბა....