ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სხდომათა დარბაზიდან მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, მას შემდეგ რაც ანრი ოხანაშვილმა შესვენება გამოაცხადა, მანდატურის სამსახურმა ჟურნალისტები ძალით გაიყვანა დარბაზიდან.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს. მოგვიანებით კი, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

იტვირთბა....