aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვერ ხედავთ, უკვე თოჯინად რომ გამოიყურებით” – ბოკუჩავა ოხანაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხნაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ის თოჯინას გავს.

ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას დამშვიდებისკენ და თავის შეკავებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. „დაელოდეთ თქვენს რიგს, ხმას დაუწიეთ“, – მიმართა ოხანაშვილმა ბოკუჩავას.

„ჩვენ არ გთვლით ღირსად, რომ აქ შემოვიდეთ, იმიტომ ვართ ბოიკოტში, მაგრამ როცა შემოვდივართ და ამას საჭიროდ ჩავთვლით, კეთილი იქნებეთ და მოგვეცით იმის უფლება, სიტყვით გამოვიდეთ და ხალხის ხმა გაგაგონოთ. პოლიციის კორდონების უკან იმალებით, რკინის კონსტრუქციების უკან, მაგრამ ეს არ გიშველით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მაინც გაგაგონებთ საკუთარ ხმას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება. თქვენ ხართ მონები, ამ პარლამენტში სხედან მონები, რომლებმაც უფლებამოსილება შეუწყვიტეს საპროცედურო კომიტეტზე ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ, რომ მან აღასრულა, როგორც აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ვინ? იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც დღეს თქვენ უვადოდ აწესებთ. გესმით საერთოდ აბსურდი ამ სიტუაციის?“, – განაცხადა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც მას ანრი ოხანაშვილმა კვლავ გაფრთხილება მისცა და განაცხადა, რომ იძულებული იქნებოდა, ბოკუჩავას სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, დღევანდელი სხდომა უნდა ჩაიშალოს.

„უნდა ჩაიშალოს ეს სხდომა, გადაიდოს. არავინ არ დამშვიდდება, არც სიტუაცია დამშვიდდება, არც ბოიკოტი შეჩერდება, არც პიკეტირება შეჩერდება, სანამ უმსგავსობა არ შეჩერდება. ვერ ხედავთ რა დევალუირებულია პარლამენტი, უკვე თოჯინად რომ გამოიყურებით თქვენ მანდ? ყოველგვარი ლეგიტიმაცია რომ დაკარგული აქვს ამ პარლამენტს, ვერ ხედავთ, თუ რა ხდება? ხუნდაძე და მდინარაძე ერთმანეთს რომ ედებატებოდნენ „იმედზე“, იმის მოწყობას აპირებთ აქ. მოვითხოვთ, რომ გადაიდოს ეს სხდომა იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში არ გამწესდნენ მონები და არ წაართვან ჩვენს ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ეს არის ჩვენი შვილების მომავალი, ვიღაც გვრიტიშვილებმა არ უნდა გადაუწყვიტონ ჩვენს შვილებს მომავალი“, – განაცხადა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მას „ბოლო გაფრთხილებას“ აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს. მოგვიანებით კი, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

იტვირთბა....