მთავარი ციტატა

„პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე”

„პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე, რადგან ის გახლავთ მთავარსარდალი. გვყავს ჯარი, ღირსეული ჯარისკაცები, გმირები, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი. ჩვენი ჯარისკაცები არიან ძალიან წარმატებული სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია…თვითონ კონტექსტს რაც შეეხება, განსხვავებულიკონტექსტი იყო მთლიანად რომ შევხედოთ ამ განცხადებას. ამასთან დაკავშირებით თვითონ ადმინისტრაციამაც გააკეთა განცხადება“

კახა კალაძე – თბილისის მერი, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი

შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე დღეს კომენტარი თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიღებელია.

ზურაბიშვილის განცხადებაზე დამატებითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

 

იტვირთბა....