ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ” – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

“მოიხადე ბოდიში სა-ჯაროდ” – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ჯართან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, “სამოქალაქო მოძრაობის” აქტივისტები აქციას მართავენ.

“ირანული მთავარ შანდალი”, “მთავარსარდალო” ჯარი გვყავს!” – ამ შინაარსის პლაკატებით “სამოქალაქო მოძრაობა” ზურაბიშვილის განცხადებას აპროტესტებს.

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, “ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გვყავს”.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე დღეს კომენტარი თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიღებელია.

ზურაბიშვილის განცხადებაზე დამატებითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

 

იტვირთბა....