ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს ოთხი მოქალაქე გუშინ დააკავა.

დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.

იტვირთბა....