საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“.
„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.