გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს.
ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რის შემდეგაც, ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 640 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ბორდიური.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენ კა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 321 156 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.