ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არავითარი საქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არ იქნებოდა ასახული, არ გვაქვს” – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი გამორიცხავს მიმსი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის არასრულად ასახვას დეკლარაციაში – ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არავითარი საქმიანობა, რომელიც არ იქნებოდა დეკლარაციაში ასახული, ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლე იგულისხმება ამ შემთხვევაში, არ გვაქვს“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის სამ მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგების გავრცელების თანახმად,  არასრულად აქვთ გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.

ასევე, კვლევის შედეგად გამოვლინდა მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების ქონების არასრულად გასაჯაროების 18 შემთხვევა.

 

იტვირთბა....