aviabiletebi
მთავარი ციტატა

ციხეებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი ბრუნდება – ომბუდსმენი სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ,  წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი – არაფორმალური მმართველობის მანკიერი ფორმები აღდგა.

“მე მინდა, განსაკუთრებულად გავამახვილო ყურადღება პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებულ კრიმინალურ სუბკულტურასა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერ პრაქტიკაზე… დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს…

ისინი არიან მაყურებლები – არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია ციხეში აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციისგან. არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს, რომ მათ არ უნდა იჩივლონ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და რეალურად ისინი აგვარებენ ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს. ეს ადამიანები, ერევიან პატიმრების გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ”, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

 

 

იტვირთბა....