მთავარი ციტატა

“ჩვენი ამოცანა არაა ერთი კონკრეტული მოდელი ამოვიჩემოთ, ჩვენი ამოცანაა მოვძებნოთ კრიზისიდან გამოსავალი”

“ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპარლამენტში ძალიან აღელვებთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც დღეს ქვეყანა „ოცნების“ ტყუილმა შეიყვანა. ჩვენი თვითმიზანი არც გერმანული მოდელია, არც იაპონური და არც ავსტრალიური, ჩვენი მიზანია, ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა „ქართული ოცნების“ ტყუილმა. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არაა ერთი კონკრეტული მოდელი ამოვიჩემოთ, ჩვენი ამოცანაა მოვძებნოთ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენი შეფასებით ეს გამოსავალი არის გერმანული მოდელი”

დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ბილტმორში“, ოპოზიციის წარმომადგენლები, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ეროპარლამენტარებს ხვდებიან.

იტვირთბა....