“მივმართე თხოვნით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ იმ პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს. მინდა, დიდი სიამოვნებით გითხრათ, რომ ვარ ძალიან იმედიანად ამ შეხვედრების შემდეგ, რადგან ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არა მარტო ადამიანური თანაგრძნობა და შეწუხება დავინახე ამ საქმესთან დაკავშირებით…”
ნინო ბურჯანაძე, პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი
შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც მოსკოვში იმყოფება, “გავრილოვის ღამის” გამო, ბოდიში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრისას მოიხადა.