ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო ბურჯანაძემ “გავრილოვის ღამისთვის” რუსეთში ჩინოსნებთან ბოდიში მოიხადა

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ვიზიტის დროს, მისივე თქმით ანტირუსული პროვოკაციის გამო რუსებს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TACC ავრცელებს.

რუსული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრისას მოიხადა.

„არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოგიხდით. რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესად, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“, – თქვა ბურჯანაძემ კოსაჩევთან შეხვედრაზე.

TACC-ის ინფორმაციით, კოსაჩევმა, თავის მხრივ, ბურჯანაძეს ბოდიშისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

იტვირთბა....