aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

60-მდე თეთრ დათვს მოსახლოება ალყაში ჰყავს მოქცეული – ჩუკოტკაზე მოსახლეობა გარეთ ვერ გამოდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩუკოტკაზე მობილიზეულია სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. საქმე იმაშია, რომ 60-მდე თეთრმა დათვმა დასახლებულ პუნქტს ალყა შემოარტყა და შეშინებული მოსახლეობა სახლშია ჩარაზული. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან განსაკუთრებული პატრულირება მიმდინარეობს, რადგან იქ კიდევ არიან დარჩენილი ადამიანები.

როგორც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, დასახლებულ პუნტქთან თეთრი დათვები გამოჩენა ჩუკოტკის ტყეებში ტემპერატურის აწევას უკავშირდება. სპეციალისტები შიშობენ, რომ დროდადრო შესაძლოა კიდევ უფრო საშიში გახდეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა, რადგან დათვები ძალიან დასუსტდნენ და საკვების ნაკლებობის გამო, შესაძლოა მოსახლეობას საფრთხე შეექმნას.

 

იტვირთბა....