ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არა მიშას” – ბათუმში ერთკაციანი აქცია გაიმართა

ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის-საინფორმაციო” ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აქცია გამართა, სახელწოდებით – “არა მიშას”.

ღოღობერიძის თქმით “ნაციონაურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს.

მან სიმბოლურად ცოცხებზე დამაგრებული მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ფოტოები გამოფინა.

“ცოცხი, მიხელ სააკაშვილის სიმბოლოა და არ გვინდა ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. თუ ხელისუფლება არ დაასრულებს, მათ “ნაციონალური მოძრაობა” დაასრულებს, რაც ჩვენ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს არ გვინდა. ცოცხი გაუპატიურებისა და ძალადობის სიმბოლოა,” – განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

იტვირთბა....