საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9573 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი ასევე 2.9573 ლარი იყო.
0.0050 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.2796 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2746 ლარი იყო.