“რთულია მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანას ან ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას” – უპასუხა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტს კითხვაზე რა იყო მისთვის ყველაზე რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის დაწყება მისი პოლიტიკური საქმიანობის ისტორიაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო.
“რთულია მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანას ან ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. მე მომიწია გადაწყვეტილება მიმეღო საქართველოს აგრესიის საპასუხო ქმედებების შესახებ. მე მაშინ სულ ახალგაზრდა ხელმძღვანელი ვიყავი. მხოლოდ 2 თვე იყო გასული, რაც პრეზიდენტი გავხდი. ეს ძალიან რთული იყო. მაგრამ მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ გადაწყვეტილება ერთადერთი და გარდაუვალი იყო,”- განაცხადა მედვედევმა.
მედვედევი 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი იყო. ახლა ის, რუსეთის პრემიერ- მინისტრია. მედვედევმა განცხადება ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც რუსული არხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.