ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) ხმაური და დაპირისპირება ბათუმის მერიასთან

ხმაურია ბათუმის მერიასთან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მერიის შენობასთან სტიკერები გააკრეს წარწერით – “მონა”. – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აქციის მონაწილეების საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან, მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

„მუხრან ვახტანგაძე არის მონა, რომელმაც ხალხის ინტერესები გვერდზე გადადო და ხმა არ მისცა საარჩევნო სისტემაში ცვლილებას. მონები არიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ.

მოვითხოვთ, რომ გარეთ გამოვიდეს მუხრან ვახტანგაძე, რომელიც ბიუროში იმყოფება”,- აცხადებენ შეკრებილები.

იტვირთბა....