ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შევეცდებით, დავარეგისტრიროთ ცვლილება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად”, – დიმიტრი ხუნდაძე

“2020 წლის საარჩევნო სისტემას არ შევეხებით, დარჩება შერეული. შევეცდებით, დავარეგისტრიროთ ცვლილება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად, ეს იქნება ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი, ორპალატიანი”, – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი არის საშუალება, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან.

“დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი, დავურთეთ კანონპროექტი. იმედი მაქვს,რომ საზოგადოების უმეტესობა ამას შეხვდება პოზიციურად. უმრავლესობის ლიდერს აქვს პრინციპული წინააღმდეგობა, ინიციატივას მომხრე 10 დეპუტატი ჰყავს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მას საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა უბრავლესობის ლიდერთან.

“დეტალებში ვერ შევალ, რა საუბარი მქონდა უმრავლესობის ლიდერთან, ეს არის შიდაპარტიული საკითხი”, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, შესაბამისად, 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება.

იტვირთბა....