სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ეს არის ტაძარი და ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა
ქადაგებაში პატრიარქმა სწორედ ტაძარში სიარულზე და ადამიანია ბუნებასთან კავშირის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს, მასზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს, კეთილ გზას თუ ბოროტ გზას. ხშირად ისმის ადამიანებისგან – მე მინდა ბედნიერი ვიყო დედამიწაზეო. ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან. სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, დედამიწასთან.
ჩვენ უნდა გავხსოვდეს რომ ადამიანი დაკავშირებულია მიწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან და ჩვენ უნდა სიყვარული გვქონდეს მათთან. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს.
ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხართ, უხასიათოდ, მიხვედით ტაძარში და ფერისცვალება ხდება. მადლი სულისა წმინდისა გადმოდის, განსაკუთრებით ტაძარში, ეს ეფინება ადამიანს. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ მადლი ღვთისა არის უძლურთა მკურნალი. დღეს ხსენებაა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა და ღმერთმა ინებოს და ღვთისმშობელმა, რომ ჩვენ შევიდეთ ზეციურ ტაძარში“, – ბრძანა ილია მეორემ.