“ჩვენ ალიანსისკენ არაერთხელ გადავდგით ნაბიჯები, კონსტრუქციული დღის წესრიგის შეთავაზება ვცადეთ და რამდენიმე ერთობლივი ღონისძიებაც ჩატარდა, მაგრამ, 2008 წლის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა, ფაქტობრივად, შეწყდა, რადგან ალიანსი რუსეთის მიმართ არასწორად, თუ არა უხეშად, რუსეთის ფედერაციის ინტერესების გათვალისწინების გარეშე მოქმედება” – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი NATO შექმნის 70 წლის იუბილეს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სიახლოვე, მისი გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისთვის ერთერთი პოტენციური საფრთხე იყო.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სსრკ-ს საწინააღმდეგოდ შეიქმნა – “ახლა, როგორც იცით, საბჭოთა კავშირი არ არსებობს, არ არსებობს ვარშავის პაქტი, ანუ სამხედრო პაქტი, რომელიც NATO-ს შექმნის საპასუხოდ შეიქმნა, მაგრამ NATO არამხოლოდ აგრძელებს არსებობას, არამედ ვითარდება”.
მან აღნიშნა, რომ ალიანსის შექმნის დროს ნასში 12 ქვეყანა იყო გაწევრიანებული, ახლა კი ეს რიცხვი უკვე 29 გახდა, ალიანსის ქვეყნების ჯამური სამხედრო ხარჯები კი გლობალური სამხედრო ხარჯების 70%-ზე მეტი იყო.
მისი თქმით, გასული წლების აზროვნების სტერეოტიპები ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად და მისაღებად კარგი ინსტრუმენტი ვერ იქნებოდა.