ხმაურია ჯანდაცვის სამინისტროსთან. სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდაზე დასაშვებად დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ.
რეზიდენტურის გამოცდაზე გასასვლელად სტუდენტებმა 80 ლარი უნდა გადაიხადონ, როგორც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ გამოცდაზე დარეგისტრირების შემდეგ გაიგეს.
“გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ ფული. არავის გავუფრთხილებივართ. არის დაწესებული თანხა 80 ლარი. არ ვაპირებთ ამის გადახდას, იმიტომ, რომ არიან სტუდენტები რომლებსაც არ აქვთ ამის საშუალება,”-. აცხადებს სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.
საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ფაქტს სტუდენტების დაცინვად აფასებს.
“მაშინ როცა უკვე დავრეგისტრირდით ამდენი სტუდენტი, შემთხვევით გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ 80 ლარი და მხოლოდ ჩეკის საშუალებით შეგვიშვებენ გამოცდაზე. არ ვიცი რა ჰქვია ამ ფაქტს, ალბათ ჩვენი დაცინვა,” – განაცხადა ასმათ კურტანიძემ.