„არაფერი შეცვლილა, ჩვენ როგორიც ვიყავით, ისეთი ვართ, ქალბატონი ნინო როგორიც არის, იმის სჯერა, იმის სწამს. ჩვენ გავერთიანდით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, ერთი მიზეზით – ეს არის სამართლიანი პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. იქნება ჩვენთვის მიუღებელი, მეტ ნაკლებად მისაღები, თუ მისაღები პოლიტიკური პარტია, მთავარი არის ის, რომ ყველას გვჭირდება სწორი, თანაბარი და თავისუფალი სამართლიანი საარჩევნო გარემო”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” წევრი
შეგახსნებთ, რომ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, შვილთან, ანზორ ბიწაძესთნ ერთად მოსკოვში გაემგზავრა.