“კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს დაპირისპირებები. მგონია, რომ ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს, ვთქვათ, მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო?! არ არის ადგილები, სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, რომ მოხდეს დაპირისპირება”
კახა კალაძე – თბილისის მერი