მთავარი ციტატა

“ამ მომენტში მელიას დაჭერა ვერ გაბედეს და მისი დეპუტატობიდან გაშვება უნდათ”

„ეს საქმე 7 წელია მიდის, გადადებული იყო, რომ მერე შეიძლება დასჭირვებოდათ, ბევრია კიდევ თაროზე შემოდებული საქმეები, რომელსაც ნებისმიერ მომენტში გამოიყენებენ. ახლა, ამ მომენტში დაჭერა ვერ გაბედეს და სჭირდებათ მისი დეპუტატობიდან გაშვება, ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ასეთია იმიტომ, რომ ნიკა მელია დიდ დისკომფორტს უქმნის მონებს იმ შენობაში და ასევე, ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, ეს ვერანაირად აისახება ვერც ნიკა მელიას აქტიურობაზე და ვერც საპროტესტი მუხტზე,“

ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” წევრი

“ინტერპრესნიუსი”

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამ თემაზე კომენატრი გააკეთა თავად ნიკა მელიამაც. 

იტვირთბა....