ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე ბრუსელში გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ამჟამად რუსეთის მხრიდან ნატო გარდაუვალ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს შეიარაღების განახლებას.
„დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მიმართ აშკარა საფრთხეს. ჩვენ ვხედავთ სტრატეგიულ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც სამხედრო ტექნლოგიების, მათ შორის ბირთვული შეირაღების გაზრდაში ინვესტიციას დებს და რუსეთს, რომელიც არღვევს ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ არსებულ პრინციპებს. რუსეთი აგრძელებს ისეთი რაკეტების განლაგებას, რომლებსაც ევროპის ქალაქებამდე მისაღწევად რამდენიმე წუთი სჭირდებათ.
და ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია მისი მეზობლების – საქართველოსა და უკრიანის მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე. ასევე რუსეთს უნებართვოდ ჰყავს სამხედრო შენაერთები მოლდოვაში.
რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრების მიმართ აგრესიული ქმედება არ გვინახავს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატომ თავდაცვის გაძლიერება განაგრძოს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.