ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი მოკრძალებული რჩევაა, გაშლა რეგიონებში – ბოლომდე უნდა შევუსრულოთ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ბრძოლის ფრონტი რეგიონებში უნდა გაშალოს.

როგორც ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საგანგებო ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, საჭიროა, “ყველა მხრიდან შეტევა”.

“აღფრთოვანებით ვუყურებ ახალგაზრდების ბრძოლას. დააყენეს რკინის ჯებირები უბრალოდ მართლა დაშინებისთვის კი არა, ან სილამაზისთვის, დააყენეს იმის გამო, რომ პოლიცია არის დაღლილი. მათ არ ჰყავთ ძალები. ივანიშვილს ეცლება ძალები, მეგობრებო. არაქათგამოცლილია პოლიცია…

მორალურად გატეხილები არიან, ვიღაცებმა უარი თქვეს დარბევაზე და ამიტომ მოუხდათ ღობეების დაყენება. ეს არის სისუსტის ნიშანი. ის, რომ ხალხს იჭერენ და უშვებენ ისევ მასობრივად, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეებმა უარი თქვეს საქმეების განხილვაზე…

ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ახლა გაშლა რეგიონებში. რეგიონებში მათ საერთოდ არა ჰყავთ ძალები. თუ პარლამენტის დაცვა შეუძლიათ, მაგრამ რობოკოპებით და თბილისის ცენტრს კიდევ დაიკავებენ, რეგიონებში არც მორალი არ აქვს პოზიციას, არც პოლიციას, არც ივანიშვილი საკმარის ფულს არ უხდის იქ და საერთოდ არ უხდის ფულს კონვერტებში. მთავარია, რეგიონებში ადგილზე ახალგაზრდებმა აიღონ ლიდერობა, არ არის საჭირო ყველას რუსთაველზე ჩამოსვლა, ადამიანებმა შეიძლება, იგივე გააკეთონ იმერეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, ქართლში, ყველგან. იქ, ადგილზე მოსთხოვონ პასუხი მთლიანად ლეგიტიმურობადაკარგულ წარმომადგენლებს.

გამარჯვება სინამდვილეში ახლოს არის, თუ ახლა გავშლით ფრონტს და ყველა მხრიდან შევუტევთ. ივანიშვილი არის ძალიან სუსტი, პანიკაში. მისი განცხადებები მაგონებს ასლან აბაშიძის ბოლო ინტერვიუებს. გახსოვთ ასლანი რომ იძახდა რაღაც სისულელეებს, აი, დაახლოებით, იმ სტადიაზეა ივანიშვილი. ახლა ბოლომდე უნდა შევუსრულოთ, სანამ კიდევ ამ სტადიაზეა და ისევ არ დაიძვრინა ამ ვირთხამ თავი… არ უნდა მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება საქართველოს გადასარჩენად”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

იტვირთბა....