ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიახ, დღეს ადრე მოვედი პარლამენტში” – კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟურნალისტების შეკითხვას და ადასტურებს, რომ დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე მივიდნენ. სოფო კილაძე აცხადებს, რომ ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს.

„დიახ, დღეს ადრე მოვედი. გარკვეული პოლიტიკური საკითხები გვქონდა გასავლელი. 07:00 საათზე და 08:00 საათზეც გინახივართ პარლამენტში. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ საათზე მოვედი? სოფო კილაძე არის ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც ადრე მოდის ხოლმე,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, კილაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის ქცევა არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს.

„ოპოზიციის ნაწილი გასულია დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ამით ვერავითარ პოლიტიკურ დივიდენდს ვერ მიიღებენ. სიძულვილის ენა, ადამიანების დაბულინგება მათ არ მიიყვანს კარგ შედეგამდე. ისინი იქცევიან ზუსტად ისე, როგორც „კმარა” იქცეოდა თავის დროზე და რა შედეგიც მიიღო საზოგადოებამ ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლისგან, ყველამ ვნახეთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

დღეს დილით პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები აღარ დგას, თუმცა მობილიზებულია სამართალდამცავები. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ დღეს, საპარლამენტი უმრავლესობას პიკეტირების შეეშინდა და პარლამენტში დილის 07:00 საათზე მივიდნენ.
იტვირთბა....